ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი ინოვაციური ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირფასი, მალფუჭებადი ან სწრაფად ცვალებადი ფასის მქონე საქონლის გადაზიდვაში.

საზღვაო გადაზიდვა

ევრაზიის ექსპრესი გახლავთ საკონტეინერო ტვირთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერატორი ამიერკავკასიაში
ვრცლად

ღირებულება და ეთიკა

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით ნებისმიერ ტრანზაქციას ჩვენს დამკვეთებთან თუ პარტნიორებთან

საჰაერო გადაზიდვა

ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. დიდი სააგენტო ქსელის გამოყენებით შესაძლებელი ხდება საჰაერო გზავნილი გადაზიდული იქნეს მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადებში და ოპტიმალური ტარიფების გამოყენებით.
ვრცლად

ჩვენი ხედვა

ევრაზიის ექსპრესი წარმოადგენს რა კომპანიას, რომელიც ახორციელებს კომპლექსურ ლოგისტიკურ მომსახურებას, იგი ურყევად გამოხატავს თავის ერთგულებას

ავტო გადაზიდვა

საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებისას ოპერირებს არა მხოლოდ საკუთარი ავტო სატრანსპორტო საშუელებებით, არამედ ძალზედ აქტიურად იყენებს ქვეკონტრაქტორების საავტომობილო ტრანსპორტს. დღესდღეობით კომპანია ოპერირებს საავტომობილო პარკით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის 400-მდე მაწევარას და 250-მდე მისაბმელს.
ვრცლად

კარიერა ჩვენთან

ვრაზიის ექსპრესში ყველაზე მეტად ფასდება ის, რასაც – “ადამიანურ კაპიტალს” უწოდებენ. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით კომპანიის ამჟამინდელი, ყოფილი თუ მომავალი თანამშრომლების მადლობელნი

სარკინიგზო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესმა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში სანდო შემსრულებლის მყარი რეპუტაცია მოიპოვა
ვრცლად
საბაჟო საბროკერო მომსახურება

ევრაზიის ექსპრესი ეხმარება დამკვეთებს გზა გაიკვლიონ საჭირო დოკუმენტაციის ფორმირების, ადგილობრივი საბაჟო თუ საგადასახადო კანონმდებლობების სივრცეში. მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემის მეშვეობით კომპანია პირდაპირ ურთიერთობს საბაჟო სამსახურებთან და უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ წარდგენას საბაჟო სამსახურებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმში მოქცევას და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას

ვრცლად
სადაზღვევო საბროკერო მომსახურება

ევრაზიის ექსპრესი გარდა სტანდარტული ექსპედიტორის პასუხისმგებლობისა დამკვეთებს სთავაზობს სადაზღვეო საბროკერო მომსახურებას და ტვირთების დაზღვევას, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ყველა შესაძლო რისკებისგან მათ შორის ტვირთის დაკარგვა-დაზიანებისგან ან ნებისმიერი სხვა ფინანსური ზარალისგან დასაცავად

ვრცლად
დასაწყობება და დისტრიბუცია

ევრაზიის ექსპრესი, ფოთსა და თბილისში არსებული სასაწყობო ფართების გამოყენებით, სთავაზობს დამკვეთებს ტვირთების დასაწყობებას, გადამუშავებას და ლოგისტიკური მომსახურების სრული სპექტრს. კომპანიის საწყობებში ტვირთები თავსდება საიმედოდ და უსაფრთხოდ, ნებისმიერი მცირე მოცულობის ტვირთიც კი არ რჩება საწყობის ოპერატორების ყურადღების მიღმა.

ვრცლად
სპეციალური კურიერული მომსახურება

ევრაზიის ექსპრესმა კვალიფიციური სპეციალისტის რეპუტაცია დაიმკვიდრა ისეთი ტემპერატურისა და გადაზიდვის ხანგრძლივობის მიმართ კრიტიკული ტვირთების აღებასა და დანიშნულებისამებრ ტრანსპორტირებაში, როგორიცაა ფარმაკოლოგიური სუბსტანციები, კლინიკული კვლევებისთვის განკუთვნილი მასალები და ა.შ. კომპანიის შესაბამისი ქვედანაყოფების მხრიდან ყველა ამგვარი ტვირთი ინდივიდუალური ყურადღების ქვეშაა მოქცეული და პრიორიტეტული რეჟიმით სარგებლობს.

ვრცლად
კონსოლიდირებული გადაზიდვები

კონსოლიდირებული (წვრილპარტიული) ტვირთების, ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება ერთერთი იმ სპეციფიკურ მომსახურებათაგანია, რომელსაც ევრაზიის ექსპრესი საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით ახორციელებს. სააგენტო ქსელის მეშვეობით ხორციელდება წვრილპარტიული ტვირთების ტრანსპორტირება კონსოლიდირების ადგილამდე და მათი შემდგომი გადაზიდვა დანიშნულებისამებრ.

ვრცლად
დაფრახტვა

ევრაზიის ექსპრესი აქტიურად არის ჩაბმული საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დაფრახტვაში. ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მდებარე ოფისებისა, ასევე სათავო ოფისში განლაგებული საფრახტო ჯგუფის მიერ ხდება საჭირო საზღვაო თუ საავიაციო ხომალდების დაფრახტვა

ვრცლად