|
“ევრაზიის ექსპრესი” ამიერკავკასიაში საკონტეინერო ტვირთების ერთერთი ყველაზე დიდი ოპერატორი გახლავთ. ფოთის პორტის და საკუთარი საკონტეინერო ტერმინალის მეშვეობით “ევრაზიის ექსპრესი” თავის კლიენტებს სრულ საკონტეინერო მომსახურებას უწევს. ეს მომსახურება მოიცავს: კონტეინერების მიტანას პორტიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის სხვადასხვა პუნქტებში და კლიენტის მიერ დასახელებულ მისამართზე რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით, ისევე როგორც სრულად დატვირთული კონტეინერებისა და ნაკრები საკონტეინერო ტვირთების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სპეციალური ტარიფები, რომლებიც მიღებული გვაქვს რესპექტაბელური საზღვაო ხაზებისაგან. ყველა საზღვაო გადაზიდვა ხორციელდება “ევრაზიის ექსპრესის” სახაზო კონოსამენტის პირობების შესაბამისად.
“ევრაზიის ექსპრესი” აქტიურად ეწევა სახელშეკრულებო და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირებას და შუძლია შესთავაზოს თავის კლიენტებს ასეთი ტვირთების მსოფლიოს თითქმის ყველა დანიშნულების წერტილში ან ამ პუნქტებიდან გადაზიდვა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარის ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით დროის უმოკლეს ვადაში.
|