|
“ევრაზიის ექსპრესს” გააჩნია საპროექტო ტვირთების ექსპერტის საერთაშორისო რეპუტაცია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე რთულ სალოგისტიკო ოპერაციებს და ძალზედ მძიმე ტვირთებს ეხება. ჩვენს მიერ უმაღლეს დონეზე შესრულებულმა მრავალმა პროექტმა მოგვიტანა უდიდესი გამოცდილება, რომელსაც ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს.
ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მოუხერხებელ ტვირთებთან მუშაობა, იმ ტვირთებთანაც კი, რომელთა გადაზიდვა შეიძლება განუხორციელებელი მოგეჩვენოთ. გზის ყოველი მეტრი გაზომილი, რუკაზე დატანილი და გაანალიზებული გვაქვს და მიღებული გვაქვს ყველა საჭირო წინასწარი ზომა. ჩვენ ვამაგრებთ ხიდებს და ესტაკადებს, დროებით ვხსნით ქუჩის განათებას, სატელეფონო და დენის კაბელებს, ვაფართოებთ გზებს და, საჭიროების შემთხვევაში, ახალ შემოვლით ან მისასვლელ გზებსაც კი ვაშენებთ.
ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა ხშირად ახლი ტექნოლოგიების სრული მოცულობით გამოყენებას და სამოქალაქო მშენებლობის პროექტების განხორციელებას მოითხოვს, ხოლო ეს ურთულეს გაანგარიშებებს, დეტალური სპეციფიკაციების შედგენას და საინჟინრო ნახაზების სრული კომპლექტის შექმნას საჭიროებს, რასაც ჩვენ წარმატებით ვართმევთ თავს.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარის ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით დროის უმოკლეს ვადაში.
|