რას გთავაზობთ

სარკინიგზო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესმა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში სანდო შემსრულებლის მყარი რეპუტაცია მოიპოვა. რკინიგზის ადმინისტრაციებთან დადებული  „მოცულობაზე ფასდაკლების“ სისტემაზე დაფუძნებული ხელშეკრულებები საშუალებას აძლევს კომპანიას შესთავაზოს დამკვეთს შეღავათიანი ტარიფები ტვირთების ექსპორტთან, იმპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებულ სარკინიგზო საექსპედიტორო და სატრანსპორტო მომსახურებაზე.