ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ევრაზიის ექსპრესი დაარსდა 1998 წელს. იგი წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანიას, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

გააჩნია რა სატრანსპორტო საექპედიტორო კომპანიის, არაგემთოპერირებადი ორდინალური გადამზიდავის (N.V.O.C.C.), საბაჟო და სადაზღვეო ბროკერის სტატუსი, კომპანია სთავაზობს თავის დამკვეთებსა და პარტნიორებს საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს.

ევრაზიის ექსპრესი ფლობს სრულად ავტომატიზირებულ შიდა კორპორატიულ საინფორმაციო ქსელს, რომელიც თავის მხრივ დოკუმენტაციის აღრიცხვისა და ტვირთების გადაადგილების თვალყურის დევნების აბსოლუტურ შესაძლებლობას იძლევა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა შესაძლებელს ხდის ადგილობრივ და უცხოელ დამკვეთებთან სწრაფი, ინფორმატიული და ეფექტური კავშირების დამყარებას. სწორედ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ევრაზიის ექსპრესს შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კონკრეტულ დამკვეთს და შესთავაზოს მას გადაზიდვის საუკეთესო ლოგისტიკური სცენარი და მაღალხარისხიანი მომსახურება.

მიუხედავად იმისა, საქმე ეხება საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთებს, საჰაერო თუ კონსოლიდირებულ (ნაკრებ) გადაზიდვებს, იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ტვირთების დასაწყობებას თუ დისტრიბუციას, კარიდან კარამდე მიტანას თუ გემებისა ან თვითმფრინავების სრულ ფრახტს, ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით, რათა სწრაფად, უსაფრთხოდ, სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველვყოთ ტვირთის დანიშნულებისამებრ გადაზიდვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი ინოვაციური ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირფასი, მალფუჭებადი ან სწრაფად ცვალებადი ფასის მქონე საქონლის გადაზიდვაში.

ჩენთვის დიდი პატივია და ამავდროულად პასუხისმგებლობაც ის გარემოება, რომ ადგილობრივი და უცხოელი დამკვეთების და პარტნიორების შეფასებით კომპანია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე კვალიფიციურ და სანდო კომპანიას სატრანსპორტო ექსპედიციის და ლოგისტიკის სფეროში.