office@euroasian.ge
   
ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ?

ევრაზიის ექსპრესი დაარსდა 1998 წელს. იგი წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო საექსპედიტორო კომპანიას, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

გააჩნია რა სატრანსპორტო საექპედიტორო კომპანიის, არაგემთოპერირებადი ორდინალური გადამზიდავის (N.V.O.C.C.), საბაჟო და სადაზღვეო ბროკერის სტატუსი, კომპანია სთავაზობს თავის დამკვეთებსა და პარტნიორებს საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს.

ევრაზიის ექსპრესი ფლობს სრულად ავტომატიზირებულ შიდა კორპორატიულ საინფორმაციო ქსელს, რომელიც თავის მხრივ დოკუმენტაციის აღრიცხვისა და ტვირთების გადაადგილების თვალყურის დევნების აბსოლუტურ შესაძლებლობას იძლევა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა შესაძლებელს ხდის ადგილობრივ და უცხოელ დამკვეთებთან სწრაფი, ინფორმატიული და ეფექტური კავშირების დამყარებას. სწორედ ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ევრაზიის ექსპრესს შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კონკრეტულ დამკვეთს და შესთავაზოს მას გადაზიდვის საუკეთესო ლოგისტიკური სცენარი და მაღალხარისხიანი მომსახურება.

მიუხედავად იმისა, საქმე ეხება საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთებს, საჰაერო თუ კონსოლიდირებულ (ნაკრებ) გადაზიდვებს, იმპორტს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, ტვირთების დასაწყობებას თუ დისტრიბუციას, კარიდან კარამდე მიტანას თუ გემებისა ან თვითმფრინავების სრულ ფრახტს, ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით, რათა სწრაფად, უსაფრთხოდ, სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველვყოთ ტვირთის დანიშნულებისამებრ გადაზიდვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი ინოვაციური ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირფასი, მალფუჭებადი ან სწრაფად ცვალებადი ფასის მქონე საქონლის გადაზიდვაში.

ჩენთვის დიდი პატივია და ამავდროულად პასუხისმგებლობაც ის გარემოება, რომ ადგილობრივი და უცხოელი დამკვეთების და პარტნიორების შეფასებით კომპანია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე კვალიფიციურ და სანდო კომპანიას სატრანსპორტო ექსპედიციის და ლოგისტიკის სფეროში.

ღირებულება და ეთიკა

ევრაზიის ექსპრესში ყოველთვის აფასებენ დამკვეთების, პარტნიორების და თანამშრომლების დამსახურებას კომპანიის წინაშე.

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით ნებისმიერ ტრანზაქციას ჩვენს დამკვეთებთან თუ პარტნიორებთან.

ჩვენი მიზანია გაგიწიოთ არამხოლოდ სატრანსპორტო მომსახურება, არამედ გავხდეთ თქვენი ბიზნეს პარტნიორები, რადგან თქვენს ბიზნესთან ისეთივე დამოკიდებულება გაგვაჩნია, როგორც საკუთართან.

ჩვენ მუდამ ვიღწვით იმისთვის, რომ დავამყაროთ ხანგრძლივი და ორმხრივად სარგებლიანი ურთიერთობები, კონკრეტული გადაზიდვის მოცულობისა და სიდიდის მიუხედავად.

ჩვენი ხედვა

ევრაზიის ექსპრესი წარმოადგენს რა კომპანიას, რომელიც ახორციელებს კომპლექსურ ლოგისტიკურ მომსახურებას, იგი ურყევად გამოხატავს თავის ერთგულებას:

  • დამკვეთების მიმართ;
  • მომსახურების ხარისხის მუდმივი სრულყოფის მიმართ;
  • ინოვაციების დანერგვის მიმართ;
  • რენტაბელობის ზრდის გზების ძიების მიმართ;
  • საზოგადოების მიმართ, რომელშიც ცხოვრობს და საქმიანობს.

ჩვენი მისია

ევრაზიის ექსპრესში გულწრფელად გვჯერა, რომ საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით არის არა მხოლოდ მოგების მიღების და კომპანიის გაფართოების საშუალება, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს არის საშუალება ვიზრუნოთ იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ, დავეხმაროთ ადამიანებს მათი კომერციული საქმიანობის კომფორტულად და ეფექტურად წარსამართავად.

ჩვენ მივისწრაფით:

  • გავხადოთ ჩვენი საქმიანობა გარემოსათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
  • გავხდეთ დამკვეთთათვის ერთერთი ყველაზე სასურველი ლოგისტიკური პარტნიორი.
  • ვიყოთ სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალულნი.

ჯამრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის პოლიტიკა.

ევრაზიის ექსპრესი თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივ შეხებაშია ჯამრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხებთან.

ჩვენ ვამაყოფთ იმით, რომ კომპანია ყოველთვის იღწვის რათა უზრუნველყოს ჯამრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტები. განურჩევლად ადგილმდებარეობის, გამოყენებული აღჭურვილობის, ოპერაციებში ჩართული კომპანიის თანამშრომლების თუ მოწვეული სპეციალისტების, ნებისმიერი გადაზიდვის ნებისმიერ ეტაპზე ჯამრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკითხები უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

კარიერა ჩვენთან

 

ევრაზიის ექსპრესში ყველაზე მეტად ფასდება ის, რასაც – “ადამიანურ კაპიტალს” უწოდებენ. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით კომპანიის ამჟამინდელი, Yყოფილი თუ მომავალი თანამშრომლების მადლობელნი. მათი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატებაზე საუბარი, რომელსაც კომპანიამ მიაღწია თავისი დაარსების დღიდან დღემდე.

ევრაზისს ექსპრესი დღესაც თავისი განვითარების ერთ-ერთ საინტერესო ფაზაში იმყოფება. ჩვენი, მომსახურების გაყიდვის, საოპერაციო თუ დამკვეთებთან ურთიერთობის სამსახურები არიან ახალი კადრების მუდმივ ძიებაში.

ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ კომპანიის მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ყველა იმ ადამიანს, ვინც დააკმაყოფილებს კორპორატიულ კრიტერიუმებს და გამოთქვამს კომპანიაში მუშაობის სურვილს. ევრაზიის ექსპრესში მუშაობის დაწყება მათ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას თავიანთი ცოდნისა და უნარების გამოსავლენად.

ჩვენ ველით ყველას ვისაც სურვილი აქვს გახდეს ევრაზიის ექსპრესის გუნდის წევრი და მიიღოს მონაწილეობა დაუვიწყარ “მოგზაურობაში”, რასაც კომპანიის პროფესიონალური სრულყოფა და განვითარება ჰქვია.

მსურველებს ვთხოვთ გამოაგზავნონ თავიანთი დეტალური ჩV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ცარეერს@ეუროასიან.გე

კომპანიის იურიდიული მონაცემები

რეგისტრაციის თარიღი:  02.07.1998.
რეგისტრაციის ნომერი:  322
რეგისტრაციის ადგილი: საქართველო, ქ.თბილისი.
რეგისტრირებული:  ქ.თბილისის ვაკის რ-ნის სასამართლოს
მიერ.
იურიდიული მისამართი: საქართველო. ქ.თბილისი 0162.
ფალიაშვილის ქ. #108
გენერალური დირექტორი: გიორგი სხირტლაძე
დ.ღ.გ.-ს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: 204918553