office@euroasian.ge
   
რას გთავაზობთ

საზღვაო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესი გახლავთ საკონტეინერო ტვირთების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპერატორი ამიერკავკასიაში და შუა აზიაში. წამყვან საკონტეინერო საზღვაო ხაზებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა შესაძლებელს ხდის შევთავაზოთ დამკვეთებსა და პარტნიორებს საუკეთესო ტარიფები და პირობები. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გავლით კომპანია თავის დამკვეთებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: საკონტეინერო ტვირთების დამუშავებას საზღვაო ტერმინალებსა და საზღვაო ხაზების დეპოებში, საბაჟო და სხვა თანმხლები პროცედურების შესრულებას, კონტეინერების ტრანსპორტირებას ნავსადგურებიდან ამიერკავკასიის და შუა აზიის სხვადასხვა პუნქტებში რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით. ტვირთების უმრავლესობა გადაიზიდება პირობით – “კარიდან კარამდე”. ფოთის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე, საკუთარი მშრალი საკონტეინერო ტერმინალის გამოყენებით, კომპანია ახორციელებს კონსოლიდირებული (ნაკრები) ტვირთებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებას – დეკონსოლიდაციას და შემდგომ ტრანსპორტირებას კონკრეტული დანიშნულების პუნქტების მიხედვით.

საკონტეინერო ტვირთების გარდა ევრაზიის ექსპრესი აქტიურად აწარმოებს კონვენციონალური და ბალკერული ტვირთების დამუშავებას და ტრანსპორტირებას. კომპანია სთავაზობს დამკვეთებს ამგვარი ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა წერტილიდან. ფოთისა და ბათუმის ოფისების მეშვეობით კომპანია სთავაზობს საზღვაო ხომალდების სააგენტო მომსახურებას.

ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებსა და პარტნიორებს ასევე სთავაზობს ტვირთების გადაზიდვას საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით. შავ ზღვაზე, ბულგარეთსა და უკრაინიდან, ხოლო კასპიის ზღვაზე ყაზახეთსა და თურქმენეთიდან საქართველოს მიმართულებით და პრირიქით.

საჰაერო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. დიდი სააგენტო ქსელის გამოყენებით შესაძლებელი ხდება საჰაერო გზავნილი გადაზიდული იქნეს მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადებში და ოპტიმალური ტარიფების გამოყენებით.

ევრაზიის ექსპრესი რეგულარულად ახორციელებს როგორც კონსოლიდირებულ, ასევე ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს თბილისისა (TBS) და ბათუმის (BUS) აეროპორტების გავლით.

ევრაზიის ექსპრესის ავია გადაზიდვების ჯგუფი ახორციელებს ყველა გადაზიდული გზავნილის მონიტორინგს და დროის რეალურ რეჟიმში დამკვეთებს და პარტნიორებს აწვდის მათ ინფორმაციას მის ადგილსამყოფელის შესახებ.

საავტომობილო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესი საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებისას ოპერირებს არა მხოლოდ საკუთარი ავტო სატრანსპორტო საშუელებებით, არამედ ძალზედ აქტიურად იყენებს ქვეკონტრაქტორების საავტომობილო ტრანსპორტს. დღესდღეობით კომპანია ოპერირებს საავტომობილო პარკით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის 400-მდე მაწევარას და 250-მდე მისაბმელს.

ახორციელებს რა საავტომობილო გადაზიდვებს TIR და CMR კონვენციების შესაბამისად, კომპანია სთავაზობს დამკვეთებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სრულ სპექტრს. საავტომობილო პარკის მოცულობა და ქვეკონტრაქტორების სიმრავლე საშუალებას იძლევა ნებისმიერი მოცულობით და ნებისმიერი მიმართულებით, სწრაფად და ეფექტურად შესრულდეს გადაზიდვა პირობით „კარიდან კარამდე“.

სარკინიგზო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. დიდი სააგენტო ქსელის გამოყენებით შესაძლებელი ხდება საჰაერო გზავნილი გადაზიდული იქნეს მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადებში და ოპტიმალური ტარიფების გამოყენებით.

ევრაზიის ექსპრესი რეგულარულად ახორციელებს როგორც კონსოლიდირებულ, ასევე ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს თბილისისა (TBS) და ბათუმის (BUS) აეროპორტების გავლით.

ევრაზიის ექსპრესის ავია გადაზიდვების ჯგუფი ახორციელებს ყველა გადაზიდული გზავნილის მონიტორინგს და დროის რეალურ რეჟიმში აწვდის დამკვეთებს და პარტნიორებს აწვდის მათ ინფორმაციას მის ადგილსამყოფელის შესახებ.

სარკინიგზო გადაზიდვები

ევრაზიის ექსპრესი ეხმარება დამკვეთებს გზა გაიკვლიონ საჭირო დოკუმენტაციის ფორმირების, ადგილობრივი საბაჟო თუ საგადასახადო კანონმდებლობების სივრცეში. მონაცემთა ელექტრონული გაცვლის სისტემის მეშვეობით კომპანია პირდაპირ ურთიერთობს საბაჟო სამსახურებთან და უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ წარდგენას საბაჟო სამსახურებისათვის, მათ საბაჟო რეჟიმში მოქცევას და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას.

კომპანიის საბაჟო სამსახურებთან ურთიერთობის ჯგუფი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მეშვეობით, სხვადასხვა საბაჟო გამშვებ პუქტებში თუ ტერმინალებში, დამკვეთებს სთავაზობს საბროკერო მომსახურების სრულ სპექტრს. გარდა ამისა, აღნიშნული ჯგუფი, ეხმარება და კონულტაციას უწევს დამკვეთებს საბაჟო საკითხებთან წარმოქმნილ დავების განხილვაში.

სადაზღვეო საბროკერო მომსახურება

ევრაზიის ექსპრესი გარდა სტანდარტული ექსპედიტორის პასუხისმგებლობისა დამკვეთებს სთავაზობს სადაზღვეო საბროკერო მომსახურებას და ტვირთების დაზღვევას, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ყველა შესაძლო რისკებისგან მათ შორის ტვირთის დაკარგვა-დაზიანებისგან ან ნებისმიერი სხვა ფინანსური ზარალისგან დასაცავად.

სადაზღვეო საბროკერო მომსახურება, რომელსაც ევრაზიის ექსპრესი სთავაზობს თავის დამკვეთებს, ხორციელდება უმაღლესი კლასის ნაციონალური კომპანიების მეშვეობით, რომელთა უმრავლესობა თავის მხრივ გადაზღვეულია ისეთ სადაზღვეო კომპანიაში როგორიცაა Lloyd-ი.

ევრაზიის ექსპრესის სადაზღვეო საბროკერო მომსახურება შესაძლებელს ხდის დამკვეთებისთვის ოპტიმალური სადაზღვეო პირობების შეთავაზებას. თავის მხრივ სადაზღვევო პრემიის სიდიდეს განსაზღვრავს დაზღვეული რისკების სიმრავლე და სხვა პარამეტრები

დასაწყობება და დისტრიბუცია

ევრაზიის ექსპრესი, ფოთსა და თბილისში არსებული სასაწყობო ფართების გამოყენებით, სთავაზობს დამკვეთებს ტვირთების დასაწყობებას, გადამუშავებას და ლოგისტიკური მომსახურების სრული სპექტრს. კომპანიის საწყობებში ტვირთები თავსდება საიმედოდ და უსაფრთხოდ, ნებისმიერი მცირე მოცულობის ტვირთიც კი არ რჩება საწყობის ოპერატორების ყურადღების მიღმა.

კონსოლიდირებული გადაზიდვები საზღვაო, საჰაერო და ტრანსპორტით

კონსოლიდირებული (წვრილპარტიული) ტვირთების, ევროპიდან და სხვა კონტინენტებიდან ან ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირება ერთერთი იმ სპეციფიკურ მომსახურებათაგანია, რომელსაც ევრაზიის ექსპრესი საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის მეშვეობით ახორციელებს. სააგენტო ქსელის მეშვეობით ხორციელდება წვრილპარტიული ტვირთების ტრანსპორტირება კონსოლიდირების ადგილამდე და მათი შემდგომი გადაზიდვა დანიშნულებისამებრ.

ასე მაგალითად, პარტნიორებთან ალიანსში ევრაზიის ექსპრესს შეუძლია მოემსახუროს წვრილპარტიულ ტვირთებს ევროპის ყველა ინდუსტრიულ არეალში და მოახდინოს მათი კონსოლიდირება შემდგომი ტრანსპორტირებისათვის შესაძლო დროის მოკლე პერიოდში. ევროპაში კომპანიის ძირითად საკონსოლიდაციო პუქტებს წარმოადგენს გერმანიის და ბულგარეთის საკონსოლიდაციო საწყობები.

ყოველკვირეული გამოსვლები საკონსოლიდაციო საწყობებიდან, „კარიდან-კარამდე“ კოტირებული ტარიფები და ტვირთების მოძრაობის თვალყურის დევნების საშუალება იდეალურს ხდის ჩვენ სერვისს ევროპიდან საქართველოში პალეტიზირებული და არაპალეტიზირებული ტვირთებისათვის.

რით არის მომხიბვლელი დამკვეთებისათვის ჩვენი სერვისი

  • მოქმედების არეალი, რომელიც 39 ქვეყანაზე ვრცელდება და პრაქტიკულად მთელ ევროპას მოიცავს.
  • ტრანსპორტირების მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადები, რომელიც შესაძლებელს ხდის ტვირთების მიღების განრიგის არსებობას.
  • ტვირთების მოძრაობის თვალყურის დევნების შესაძლებლობა.

სპეციალური კურიერული მომსახურება

ევრაზიის ექსპრესმა კვალიფიციური სპეციალისტის რეპუტაცია დაიმკვიდრა ისეთი ტემპერატურისა და გადაზიდვის ხანგრძლივობის მიმართ კრიტიკული ტვირთების აღებასა და დანიშნულებისამებრ ტრანსპორტირებაში, როგორიცაა ფარმაკოლოგიური სუბსტანციები, კლინიკული კვლევებისთვის განკუთვნილი მასალები და ა.შ. კომპანიის შესაბამისი ქვედანაყოფების მხრიდან ყველა ამგვარი ტვირთი ინდივიდუალური ყურადღების ქვეშაა მოქცეული და პრიორიტეტული რეჟიმით სარგებლობს.

გადაზიდვისთვის საჭირო სპეციალური შეფუთვის შერჩევისას ევრაზიის ექსპრესი დამკვეთებს გაუწევს რეკომენდაციას და საჭიროების შემთხვევაში თვითონ მიაწვდის მათ შეფუთვას თუ მაცივარ აგენტებს (გამაციებელ საშუალებებს), რათა გარანტირებული იქნას აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. ტრანსპორტირების დროს ამგვარი ტვირთები სისტემატიური მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება მაცივარ აგენტების ჩანაცვლება ან შევსება.

გადაზიდვის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა ტვირთის თანმხვლები დოკუმენტაცია შემოწმებას გადის კომპანიის სამსახურების მხრიდან, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს დანიშნულების ან გაგზავნის ქვეყნის კანონმდებლობასთან. ამგვარი პროცედურა შესაძლებელს ხდის ტვირთების დანიშნულებისამებრ გადატანას მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში. რამეთუ საბაჟო თუ სხვა აუცილებელი პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ამგვარი ტვირთების გაგზავნა ხორციელდება პირველივე შესაძლო ავია რეისით.

დაფრახტვა

ევრაზიის ექსპრესი აქტიურად არის ჩაბმული საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დაფრახტვაში. ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში მდებარე ოფისებისა, ასევე სათავო ოფისში განლაგებული საფრახტო ჯგუფის მიერ ხდება საჭირო საზღვაო თუ საავიაციო ხომალდების დაფრახტვა.

არაგაბარიტული და მძიმე წონიანი ტვირთების გადაზიდვა

ევრაზიის ექსპრესი საპროექტო და მძიმე წონიანი ტვირთების გადაზიდვისას ექსპერტის რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რთულ ლოგისტიკურ ოპერაციებს, განსაკუთრებული გაბარიტებისა და ზემძიმე ტვირთებს. ჩვენს „ყულაბაში“ უკვე მრავალმა წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა მოიყარა თავი, რაც კომპანიის პროფესიონალიზმის აღიარების უდავო დადასტურება გახლავთ.

ევრაზიის ექსპრესს შესწევს უნარი ყველაზე მოუხერხებელ ტვირთებთან მუშაობა, იმ ტვირთებთანაც კი, რომელთა გადაზიდვა შეიძლება განუხორციელებლად მოგეჩვენოთ. ეს ძალუძთ მხოლოდ თავისი საქმის მცოდნე, მაღალი დონის პროფესიონალებს, რომლებიც Yყველა ნიუანსის მოგვარებაზე ზრუნავენ წინასწარ. მოძრაობის მარშრუტის ყოველი მეტრი არის გაზომილი, რუქაზე დატანილი და გაანალიზებული, მიღებულია ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი უწყებებიდან. თუ საჭირო ხდება ჩვენ ვამაგრებთ ხიდებს და ესტაკადებს, დროებით ვხსნით გარე განათების სისტემებს, სატელეფონო და ელექტრო გადაცემის კაბელებს, ვაფართოებთ გზებს და ზოგჯერ ახალ შემოვლით ან მისასვლელ გზებსაც კი ვაშენებთ.

ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა ხშირად მოითხოვს ახალი ტექნოლოგიების სრული მოცულობით გამოყენებას. სამოქალაქო და საგზაო მშენებლობის პროექტების განხორციელებას, ხოლო ეს კი თავის მხრივ ურთულეს გაანგარიშებებს, დეტალური სპეციფიკაციების შედგენასა და საინჟინრო ნახაზების სრული კომპლექტის შექმნას საჭიროებს.